„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, თქმით, ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია განყოფილებაში გადაიყვანეს.
ხვიჩია, „გირჩის“ სხვა ლიდერებთან ერთად, დაკავების მომენტში დედაენის ბაღში იმყოფებოდა.
გვითხრეს, ჩხრეკაზე გადაგვყავს და განყოფილებაში უნდა გავჩხრიკოთო. შევთავაზეთ, რომ აქვე შეეძლოთ ჩხრეკა ჩაეტარებინათ, მაგრამ უარი გვითხრეს. ახლაც აქ მოძრაობს დიდი ჯგუფი. სავარაუდოდ, კიდევ მოვლენ და ასე ცალცალკე წაგვიყვანენ ყველას. სანამ ეს მომხდარა, მინდა, იცოდეთ, რომ ფესტივალი ტარდება ჩვეულებრივად. აქ ადამიანები შეიკრიბებიან 4:20-ზე, როგორც ეს დაგეგმილი იყო, მათ შორის ის ხალხიც, ვინც აქ აპირებს მოვიდეს, რაღაცები გაყიდოს, იყიდოს, იმხიარულოს, გაერთოს. მიზანი არის, რომ ფესტივალი შედგეს ნებისმიერ შემთხვევაში“ - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.