„ესეც ჩვენი შემოდგომა“ - მაკა ზამბახიძე ქმარს აღარ მალავს - (ფოტოები)

17:31 10-20-2018
3535

„პრაიმტაიმი“ პირველი იყო, ვინც მაკა ზამბახიძის მესამედ გათხოვების ამბავი დაწერა. მაშინ მომღერალი გაგვიბრაზდა და სხვა გამოცემასთან ეს ინფორმაცია უარყო კიდეც.

მაკა და მიშა დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ. მოჭიდავე მიხეილ ჩოხელი მაკაზე 7 წლით უფროსია. როგორც ჩანს, წყვილი ქორწინების ამბავს აღარ მალავს და საერთო ფოტოების გასაჯაროვებასაც აღარ ერიდება. სოციალურ ქსელში წყვილი მილოცვებსაც იღებს. მაკას ქალიშვილი დედისა და მისი მეუღლის ფოტოსაც აზიარებს მინაწერით - „მიყვარხართ“.

„ესეც ჩვენი შემოდგომა და ჩურჩხელები. ტკბილი ნაზიკო ბებო და გემრიელი სოფელი“ - წერს მაკა სოციალურ ქსელში და სოფელში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი