გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბათუმში ამომრჩევლებს შეხვდა.
ამომრჩევლებს სანდრა რულოვსმა, მურმან დუმბაძემ, ლევან ვარშალომიძემ და გიორგი ვაშაძემ მიმართეს.
სანდრა რულოვსის თქმით, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.
„განადგურების თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა გვაქვს, ეს არის დემოკრატიული არჩევნები 28 ოქტომბერს, რის შემდეგაც ძალიან მალე უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნებიც. მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, უსწრაფესად უნდა მოხდეს ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც, რის შემდეგაც "ქართული ოცნება" გაიქცევა ქვეყნიდან, შეიძლება მარტო კობახიძე დარჩეს,"- განაცხადა სანდრა რულოვსმა.