"მირზა სუბელიანთან დაკავშირებულმა ჩანაწერებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტები დაადასტურა" - გიგა ბოკერია

20:19 10-21-2018
97

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია თვლის, რომ ყოფილი პროკურორის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანის ჩანაწერებმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტები დაადასტურა.

"მირზა სუბელიანთან დაკავშირებულმა ჩანაწერებმა ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტები დაადასტურა, რომ ხელს აფარებდნენ კონკრეტულ მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირებს და ეს ყველაფერი სუბელიანის გამო ხდებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგამოძიებო კომისიის წევრმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

"კურიერმა" გუშინ მირზა სუბელიანის საუბრის ახალი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, საიდანაც დგინდება, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მოწმე მენაბდისგან სასურველი ჩვენებების მისაღებად ქუჩის და ეკლესიის ავტორიტეტებს იყენებდა.

დეკანოზ შიო მენაბდის შვილის ჩვენების შეცვლა 10 ათასად შეფასდა. სუბელიანის მარჯვენა ხელი - დავით ცუხიშვილი, ჩანაწერში ყვება, რომ ფული ეკლესიის შესაწირ ყუთში ჩააგდო.