თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი 18 ოქტომბერს ლაშა ჯოხაძის ჩვენებით გაიხსნა. 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმსა და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანმა უმასპინძლა.
ფუნიკულიორზე თბილისის მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონი ქართველი კინოვარსკვლავის, ბელა მირიანაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კინომსახიობი, სამწუხაროდ, ადრე წავიდა ამ სფეროდან, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა ყველაზე, ვინც მისი როლები ფილმსა თუ სპექტაკლებში ნახა…
ბელა მირიანაშვილის საღამო ბასა ფოცხიშვილისა და მისი გუნდის რეჟისურით დაიდგა. პროექტის წარმდგენი თბილისის მოდის კვირეულის „სტილის კერპის“ პროექტის ფარგლებში გახლდათ „სოლო“.
ნინო იოსელიანი, თბილისის მოდის კვირეულის კრეატიული დირექტორი:
– დღეს ჩვენ „სოლოსთან“ ერთად გამართულ საღამოზე შევიკრიბეთ, რომელიც ბელა მირიანაშვილს მიეძღვნა, ღონისძიება ულამაზეს გარემოში, თბილისის ფუნიკულიორზე მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ მოდის კვირეულის დარჩენილი 3 დღეც ასეთივე გარემოში ჩაივლის.
„წლევანდელი „სთაილ აიქონი“ არის ნამდვილი ვარსკვლავი, ქართული კინოს მშვენება, განუმეორებელი და დაუვიწყარი ბელა მირიანაშვილი“.
ამ სიტყვებით გაიხსნა თბილისის მოდის კვირეული.
ღონისძიებაზე მისულ ქართველსა თუ უცხოელ საზოგადოებას ყოველი დეტალი ბელა მირიანაშვილის სტილში დახვდა. მის პატივსაცემად სცენას მშვენიერი გოგონები ამშვენებდნენ, ფოსტალიონის ფორმაში გამოწყობილნი.
თაკო ჩხეიძე, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი:
– უკვე მეხუთე სეზონია, თბილისის მოდის კვირეული იხსნება ქართველი ლეგენდარული ქალბატონების საღამოებით. ჩვენ გვქონდა ბიბო რამიშვილის, მედეა ჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, ელენე ახვლედიანის საღამოები, ამ საღამოს მთავარი გმირი კი ბელა მირიანაშვილია. ხვდებით, ალბათ, რატომ შეირჩა ფუნიკულიორი ამ ღონისძიებისთვის. ჩვენი სტუმრებისთვის, განსაკუთრებით საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებისთვის, ძალიან საინტერესოა ასეთი ღონისძიებები. მათ ჩვენსკულტურას ვაცნობთ. ის ქალბატონები, რომლებიც ჩამოვთვალეთ, მსოფლიო კინემატოგრაფში გამორჩეულები იქნებოდნენ.
ნანუკა ბაღაშვილი, თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი:
– როგორ გაჩნდა იდეა, რომ თბილისის მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონი ბელა მირიანაშვილს უნდა მიძღვნოდა?
– პირველად იყო სოფიკო ჭიაურელზე აწყობილი. მის მერე ყოველი მოდის კვირეული იხსნება ცნობილი ქართველი ადამიანით, რომელსაც ეძღვნება მთლიანად საღამო, კეთდება სპეციალური სცენა, რითაც ქართველ მაყურებელს ვუცოცხლებთ ძველ ქართველ ლამაზმანებს, საყვარელ მსახიობებს.
– ვიცი, რომ პროფესიით იურისტი ხარ, სამოდელო სფეროში როგორ მოხვდი?
– ყოველთვის მომწონდა ეს სფერო. როცა ვათვალიერებდი ფერადი კარგი ხარისხის ჟურნალებს, ყოველთვის მაინტერესებდა, რა ხდებოდა ამ ყველაფრის უკან, კულისებში. ამიტომ დავამთავრე „გაუს“ აკადემია, მენეჯმენტის განხრით. მერე ჟურნალ „ნარგისის“ მოდის რედაქტორის თანაშემწე გახლდით. თბილისის მოდის კვირეულზე თავიდან ვიყავი სტუმრების მენეჯერი. ახლა ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლავართ. დიდი შრომითა და მონდომებით გავიკვალე გზა ქართული მოდის სფეროში.
გივი რაზმაძე, მოდის კრიტიკოსი:
– მიხარია, რომ საქართველოში იმდენად განვითარდა ეს სფერო, უკვე სამი მოდის კვირეული იმართება... რაც შეხება TFW-ს – ეს გახლავთ სწორედ ის აკვანი, რომელმაც ჩვენი უკვე წარმატებული დიზაინერები გაზარდა და აღმოაჩინა 18 სეზონის განმავლობაში და დღეს კიდევ უფრო დიდ მისია აქვთ, რამდენადაც ამ დიდი კონკურენციის მქონე ბაზარზე ახალი და დამწყები დიზაინერების პრეზენტაციას უწყობენ ხელს. მნიშვნელოვანია, ასევე, მათი პროექტი icon style, რომელიცსხვადასხვა განსაკუთრებული ადამიანის ისტორიას გვიყვება ყოველი სეზონის გახსნის ცერემონიაზე. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობაა, დღემდე აღტაცებული ვარ პირველი შოუთი, სადაც იყო სუხიშვილების მიერ დადგმული ნინო რამიშვილის კაბების პერფორმანსი. მომეწონა, ასევე, სოფიკო ჭიაურელისადმი მიძღვნილი შოუ და ახლა ბელა მირიანაშვილი. ყველა არაჩვეულებრივი იყო. ვუსურვებ გუნდს წარმატებებს და ვისურვებდი, კიდევ ბევრი სეზონი ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს.
თბილისის მოდის კვირეულშიქართველიდაუცხოელიდიზაინერების კოლექციები ვნახეთ. მათ შორის იყვნენ: ლაშაჯოხაძის, „მიროს“, „ეტერეს“, „მატურელის“, „მაკმარის“, „რუარუას“, „წითეს“დასხვათაჩვენებები. კვირეული ქართველმადიზაინერმა,ქეთიჩხიკვაძემდახურა.
რაც შეეხება გასვლით ღონისძიებებს, მოდის მოყვარულებს 20 ოქტომბერს შესაძლებლობა მიეცათ, დიზაინერ, ლაშა დევდარიანის უახლესი კოლექცია ენახათ, რომლის ჩვენებაც „ჩაიხანა ბაზარში“–„ჩილაუთ კაფე თბილისი“ გაიმართა.
21 ოქტომბერს, 13:30 საათზე, ატელიე „მართას“ პერფორმანსს რესტორანმა „ქალაქმა“ უმასპინძლა.
მოდის კვირეულის მე-18 სეზონი გამორჩეულია, ვინაიდან ის განსხვავებული კონცეფციით წარდგა მაყურებლის წინაშე. Fashion week-ის ფარგლებში მოეწყო გლამურული ეკობაზარი, ქართული ეკოპროდუქციით.
ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანისა და ბუნების დაცვის თემის პოპულარიზაციისთვის, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წლევანდელ სეზონზეს ტუმრებისთვის ტრადიციული, ქაღალდის მოსაწვევები არ დაიბეჭდა. მათ ღონისძიებაზე მოწვევა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღეს.
თბილისის მოდის კვირეული 21 ოქტომბერს ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დასრულდა.
თბილისის მოდის კვირეულის ოთხმა დღემ სხვა დანარჩენთან ერთად აჩვენა, რომ მოშიშვლებული მკერდი, გამჭვირვალე სამოსის ქვეშ მომზირალი მომრგვალებული შიშველი ლამაზი ფორმები კვლავ აქტუალურია.