"სალომე ზურაბიშვილის წიგნი არ მაქვს წაკითხული" - დავით ზალკალიანი დავით ბაქრაძის განცხადებაზე

13:44 10-22-2018
92

სალომე ზურაბიშვილის წიგნი არ მაქვს წაკითხული. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართალთან იყოს სრულ შესაბამისობაში - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილის წიგნის გარკვეულ ფრაგმენტებს რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.

„სალომე ზურაბიშვილის წიგნი არ მაქვს წაკითხული. არ ვიცი, რაზეა საუბარი. ერთი რამ მკაფიოდ შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველის ხელისუფლების პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მკაფიოდ არის გაცხადებული. ქალბატონი სალომეს ბოლო განმარტებები ამ პოზიციასთან სრულ თანხვედრაშია. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართალთან იყოს სრულ შესაბამისობაში. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

დღეს, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რუსეთი ჰააგაში საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს.

ავტორი: