თამარ ჩუგოშვილი: "ეს საარჩევნო კამპანია გამორჩეული იყო ნეგატიური და ბინძური კამპანიით"

14:10 10-22-2018
87

"ეს საარჩევნო კამპანია გამორჩეული იყო ნეგატიური და ბინძური კამპანიით" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე წინასაარჩევნო პროცესებს.

"ეს საარჩევნო კამპანია გამორჩეული იყო ნეგატიური და ბინძური კამპანიით სამწუხაროდ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. ასევე, სავსე იყო ისეთი მოვლენებით, რომელიც არ არის ჯანსაღი და კარგი პოლიტიკური პროცესისთვის. ამ ყველაფერზე ვაპირებთ ვესაუბროთ დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს. და იმ საელჩოების წარმომადგენელებს, რომლებიც აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყველა კარგად ხედავს, რა ფორმა მიიღო ამ საარჩევნო პროცესში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ" - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

"ქართული ოცნება" მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხვდება.

ავტორი: