არჩილ თალაკვაძე: "როცა ჩვენი ოპონენტები შავ წარსულში დაბრუნებას გვთავაზობენ, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მწვანე პოლიტიკაზე მუშაობს"

15:15 10-22-2018
80

"როცა ჩვენი ოპონენტები შავ წარსულში დაბრუნებას გვთავაზობენ, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მწვანე პოლიტიკაზე მუშაობს" - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

"როცა ჩვენი ოპონენტები შავ წარსულში დაბრუნებას გვთავაზობენ, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მწვანე პოლიტიკაზე მუშაობს. მწვანე შავის ნაცვლად - განსხვავება აშკარად ჩანს. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ცენტრალური უბნების განტვირთვა ავტომანქანებისგან - ამ გეგმებისთვის უკვე კონკრეტული ვადები დასახელდა" - განაცხადა თალაკვაძემ.

დღეს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის პირველი ეტაპის პრეზენტაცია გამართეს. 

ავტორი: