"მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე? ბარემ აქვე დავწერ..."

15:26 10-22-2018
2097

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას განცხადებით, შესაძლოა ხვალ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე სავარაუდოდ, ვერ წავა.

ამის შესახებ ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

გამარჯობა მეგობრებო. რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, ბარემ აქვე დავწერ, სიამოვნებით წავიდოდი, რადგან მგონია, რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება, მაგრამ ხვალ 20:00-ზე მეწყება გადაცემა რეაქცია რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე, როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, ამიტომ ტვპირველი გადაწყვეტს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში. მადლობა ყურადღებისთვის, - წერს ჟურნალისტი. 

რამდენიმე წუთის წინ პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა ანონსი, რომ 23 ოქტომბერს, 22.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი“ - გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან - „რეაქცია“ - ინგა გრიგოლიას, იწვევს მასთან ინტერვიუზე.