ნინო ჩხობაძე: „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პროექტის წყალობით, ჰაერი იქნება უფრო სუფთა"

15:42 10-22-2018
85

"ჰაერი იქნება უფრო სუფთა" - ასე აფასებს ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“- ს თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პროექტს.

„ძალიან საინტერესო და საგულისხმო პროექტია, ერთ-ერთი მთავარი საკითხია მიწისზედა მეტროს განვითარება თბილისში და ამისთვის შემოვლითი რკინიგზის გამოყენება. მთლიანობაში, სწორი და დროული კონცეფცია შემოგვთავაზა დღეს პრემიერმა“,- აცხადებს გარემოს დამცველი.

ჩხობაძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პროექტის დაწყების დრო და ინტესნიურობა.

"დღეს იყო განხილული ტრანსპორტის საკითხები თბილისთან მიმართებაში. მთავარი თემაა ელექტრომობილების შემოყვანა და ავტოპარკის 90 %-მდე ნელ-ნელა შეცვლა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მომგებიანია იმ თვალსაზრისით, რომ ჰაერი უფრო სუფთა იქნება. მეორე თემა, რომელიც იყო მნიშვნელოვანი და უფრო დეტალური, უკავშირდება თბილისის სატრანსპორტო მაგისტრალებს. გარემოს დამცველებისთვის მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია და მხარდაჭერილი იქნება ჩვენგან"- დასძინა ჩხობაძემ.

დღეს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის პირველი ეტაპის პრეზენტაცია გამართეს. 

ავტორი: