"რუსთავი 2" საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს" - ვინ წავა არხიდან ივანიშვილთან?

16:18 10-22-2018
356

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას ინტერვიუს თაობაზე, ეხმიანება:

"ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე - ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე?

რ2 საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს" - წერს ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მასთან ინტერვიუზე იწვევს სამი ყველაზე რეიტინგული არხის სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ – ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-დან „არჩევანი“ – გიორგი გაბუნიას და ტვ პირველიდან, „რეაქცია“ – ინგა გრიგოლიას - ინფორმაცია პრესსამსახურმა გაავრცელა.

“იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქ-შოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს. ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს. ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ მიწვევაზე რიგი მიზეზების გამო უარი უკვე განაცხადა:

"ხვალ 20:00-ზე მეწყება გადაცემა "რეაქცია" რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე, როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, ამიტომ "ტვპირველი" გადაწყვეტს, ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში" - დაწერა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში.

ავტორი: