დანიაში საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს წარმომადგენელ გიორგი ონიანს პასუხობს.
წულუკიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება თავისუფალია. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციას, საქმე ჯერ სასამართლომ უნდა გაარკვიოს და დისკუსიასი ამის შემდეგ ჩაერთვება:
"საქართველოში ადგილი ჰქონდა დიდ სკანდალს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ხელმძღვანელის გარშემო, რომელსაც ადრე, მმართველი პარტიის დროს, მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დოკუმენტებით ხელში აცხადებენ, რომ ის სავარაუდოდ მონაწილეობას იღებდა მშვიდობიანი მანიფესტების დარბევის ხელშეწყობაში 2007 წლის ნომებერში. საქმე ამჟამად საქართველოს სასამართლოსი განიხილება. ამიტომ, ჯერ-ჯერობით არ შემოვალ ამ დისკუსიაში, რადგან საზოგადოებამ ზუსტად უნდა გაიგოს, იღებდა თუ არა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს თავმჯდომარე მონაწილეობას მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ხელშეწყობაში" - განაცხადა წულუკიანმა.
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა, კორუფციის შესახებ ისაუბრა და წულუკიანის საქმიანობა უარყოფით კონტექსტში მოიხსენია. მისი თქმით, მმართველი პარტია ხშირად თავს ესხმის მესამე სექტორს და პოლიტიკურად მიკერძოებულებს უწოდებს, მათ შორის, თეა წულუკიანიც.