შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოადგილედ განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლია გიგაური დაინიშნა.
"პრაიმტაიმის" ინფორმაცით, გიგაური ჩაიბარებს სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მუშაობას დღეიდან შეუდგება.