ლადო გრიგალაშვილის მამა აცხადებს, რომ შსს-ს თანამშრომელი აღარ არის

12:45 10-23-2018
230

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მამის ზაქარია გრიგალაშვილის განცხადებით, ის შსს-ს თანამშრომელი აღარ არის.

ზაქარია გრიგალაშვილი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ მკვლელობაზე ჩვენებას აძლევს.

მოკლული გოგონას მამა, მამუკა ნაცვლიშვილი გრიგალაშვილის სამართალდამცავი უწყებიდან გათავისუფლებას ითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნაცვლიშვილი შს მინისტრს, გიორგი გახარიასაც შეხვდა.