,,ეკა გიგაური არის ჯალათების მეგობარი"- გოგა ხაინდრავა

12:47 10-23-2018
211

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ საერთაშორისო გამჭირვალობობა-საქართველოს წევრი გიორგი ონიანი მიზანმიმართულად ცილს სწამებს საქართველოს, რადგან ის მართულია და სანაცვლოდ თანხას იღებს.

როგორც გოგა ხაინდრავამ პრაიმტაიმთან საუბარში აღნიშნა, 

ონიანმა ნაციონალური მოძრაობის აქტიურმა წევრმა ცილი დასწამა საქართველოს, ფინანსდებიან ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან და ემსახურებიან იმათ ინტერესებს, ასეთივეა გიგაურიც. ონიანი თუ ფიქრობს, ამით თეა წულუკიანს ავნებს რამეს, დანიაში რომ ცილს სწამებს თავის ქვეყანას, რომ მძვინვარებს კორუფცია, ის თავის ქვეყანას ვნებს, მაგრამ მაგდენიც არ ესმის ისე არიან დაბრმავებულები რევანშის წყურვილით, იმდენად დავალებულები არიან ნაციონალური მოძრაობისგან, რომ თვითონ აღარ ესმით რას აკეთებენ , - განაცხადა ხაინდრავამ.

ხაინდრავა ასევე ეხმიანება გიგაურისა და წულუკიანის საპასუხო განცხადებებს, სადაც იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, ნამდვილად იზღუდება თუ არა მესამე სექტორის უფლებები. 

გიგაურსა და თეა წულუკიანს შორის რაც მოხდა, რაც საინფორმაციოებით ვნახე, გიგაური არის ჯალათების მეგობარ, რომელმაც იმაში რომ ჯალათებს მერაბიშვილის ბრძანებით პრემიები გადასცა მაგაში მიიღო რიგგარეშე კაპიტნის წოდება, დასაჩუქრდა. მადლობა გადაუხადა ვანო მერაბიშვილმა.

პროცესი მიდის სამი წელია, მისი თქმით, ცილს ვწამებ, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად ამომწურავი  დოკუმენტები გვქვს ხელში და სასამართლოში გვაქვს წარდგენილი, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ კაპიტანი გიგაური იყო ვანო მერაბიშვილის კადრი, რომელიც მან დააწინაურა და დააჯილდოვა იმის გამო, რომ 7 ნოემბრის ოპერაცია იყო კარგად ჩატარებული. ამის გამო დააჯილდოვეს ჯალათები, ვინც ეს ქნა , - განაცხადა ხაინდრავამ.

ხაინდრავას თქმით, სასამართლო პროცესები სამი წელია მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე ხმა არავის ამოუღია.

დოკუმენტები სხვა რამეს ლაპარაკობს და რეალობა სხვა რამეს ლაპარაკობს. ნათლად ჩანს, იმიტომ ემალება ქართულ სასამართლოს და ქართულ საზოგადოებას. დღემდე რატომ არავინ ლაპარაკობდა, პრესკონფერენცია მომიწვევია, 3 წელია მიმდიანარეობს სასამართლო. მთელი სახელისუფლებო სტრუქტურა ჩუმად იყო, ხმა არ ამოუღია არავის არ უთქვამს რა უფლება აქვს პატიოსნებაზე და წესიერებაზე რომ ლაპარაკობს. მორალური უფლება მაგისი არ აქვს ეთამაშებიან ამ ვითომ რაღაც სამთავრობოებს . როგორც წესი სატელიტები არიან, ხშირ შემთხვევაში, - განაცხადა ხაინდრავამ.

რეჟისორი ვარაუდობს, რომ სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ გიგაური კვლავ არ გამოცხადდება.

სასამართლო მიმდინარეობს, 2 ნოემბერს იქნება შემდეგი პროცესი, სადაც ვანო მერაბიშვილს მოიყვანენ და მოვა ბიწაძე, იქ გავარკვევთ ყველაფერს, მათი ხელმოწერილი ბრძანებებია და ეს სულ ფალსიფიცირებული დოკუმენტრებია. საბუთები დევს პირდაპირ, ღიად სადაც წერია ყველაფერი.  ვერსად გაექცევიან, გიგაური არც ორში მოვა. არასამთავროებს იქნება ამოფარებული. თუ ამდენი ფული აქვთ და ეგეთი მოყვარულები არიან ჩვენი ქვეყნის, უამრავი გაჭირვებული გვყავს, ლუკმა-პური, სახლები არ აქვს, იმათ დაურიგონ რაღა გიგაურს აძლევენ ამდენ ფულს, - განაცხადა ხაინდრავამ.