"სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა",- დავით უსუფაშვილი

16:26 10-23-2018
72

სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ქვეყანაში მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წესების გარეშე. ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვებული, მაგრამ ვხედავთ, როგორ მარცხდება საქართველო და ქართველი ხალხი. პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს მმართველი გუნდის კონსტიტუციის ფარგლებში მოქცეული პოლიტიკური ინიციატივებით და არა შავ პიარში შეჯიბრით ან „ნაცებს ჯერ კიდევ ვჯობივართ“ თვითდამშვიდებით.

სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, არ გაიმეოროს ჩემი შეცდომა. მე კოალიციის პოლიტსაბჭოს ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში მივმართე მოსაგვარებელი სისტემური პრობლემების ვრცელი ნუსხით და ბიძინა ივანიშვილის მხურვალე მხარდაჭერაც მივიღე ყველა პუნქტზე, მაგრამ ნელ-ნელა ყველა პრობლემა პრობლემად დარჩა და პრობლემაზე ყველა ხმის ამომღები ხელისუფლების მიღმა აღმოჩნდა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.