ჩემთვის საკმაოდ რთულია ამაზე საუბარი, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი გუშინ მოგვევლინა არა როგორც ლიდერი, არამედ როგორც ერთი რიგითი სისტემის ადვოკატი,- ასე აფასებს პრაიმტაიმთან ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.
ჩემთვის საკმაოდ რთულია ამაზე საუბარი, სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი გუშინ მოგვევლინა არა როგორც ლიდერი, არამედ როგორც ერთი რიგითი სისტემის ადვოკატი. მისგან არცერთი პოზიტიური გზავნილი არ მოგვისმენია, ფაქტობრივად, ის იყო დაკავებული სისტემის დაცვით, მეტი ამოცანა მას არ ჰქონია. მთლიანად ნეგატიური გზავნილებით იყო ეს ყველაფერი,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ექსპერტის თქმით, ივანიშვილს ლიდერის რესურსები აღარ აქვს შენარჩუნებული და აღარ ილტვის საზოგადოებაში პატივისცემის მოსაპოვებლად.
ჩანს, რომ მისი ამოცანა აღარაა საზოგადოების პატივისცემის მოპოვება, სისტემის შენარჩუნება, შიშზე და აგრესიაზე დამყარებული მმართველობაა, ეს დავინახე ნათლად და ძალიან დამწყდა გული, მე კიდევ მქონდა იმედი, რომ მას ჰქონდა ლიდერის რესურსი შენარჩუნებული, რომელიც ორიენტირებულია ცვლილებებზე. არც ერთ პრობლემაზე არ გაუმახვილებია ყურადღება, თქვა რომ ცხოვრება მშვენიერია, ერთადერთი პრობლემა არის რუსთავი 2. ორი საათის განმავლობაში რასაც ვუყურებდით, ის რეკლამირებას ეწეოდა რუსთავი 2-ის- აღნიშნა ხუხაშვილმა.