ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ორი დღეა ტელეკომპანია ავარიულ რეჟიმში მუშაობს.
"რას ეძებთ რუსთავი 2 ის კომპიუტერებში? რამე ჩანაწერს თუ გგონიათ ვინმე კომპიუტრში ინახავს ცდებით.
ორი დღეა ავარიულ რეჟიმში ვმუშაობთ, სისტემა დაავირუსეს და ითიშება კომპიუტერები ერთმანეთის მიყოლებით.
ვირუსის შეტევის მთავარი ობიექტები იყო კომპიუტერებად სახელად gvaramia და meladze. გვარამიას ეგ კომპიუტერი ორი წელია აღარ აქვს Nana Intskirveli Keti Kebadze დაუთმო", - წერს მელაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.