გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ "გადაბარგებული" რიგი წევრები რჩევას ახლაც ეკითხებიან

23:56 10-24-2018
62

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წევრები, აფიშირების გარეშე, მასთან რჩევების მისაღებად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008-2012 წელს საგარეო მიმართულებით გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით, კიდევ მიდიან - ამის შესახებ ვაშაძემ გადაცემაში "დებატები 2018" განაცხადა.

„რაც შეეხება ბატონ ივანიშვილს, გუშინდელი მისი ინტერვიუს კომენტარები მიმინდია სუბელიანისა და ფარცხალაძის კრიმინალური დაჯგუფების წევრებისთვის, მათ ეს უკეთესად ესმით. რაც შეეხება ევროპულ და ატლანტიკურ ინტეგრაციას, რომელსაც მე ცოტა ადგილებს შევუცვლიდი, ატლანტიკური ინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება, იმიტომ, რომ ის კატაკლიზმები, რაც ახლა ევროკავშირში ხდება, „ბრექსითიდან“ დაწყებული, ამაზე ლაპარაკის დრო არ არის და ის, რომ რიგში ბალკანეთის ქვეყნები დგანან, ჩვენ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ იმ ინსტრუმენტების გამოყენება ვისწავლოთ, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. ეს არის ასოცირების შეთანხმება, ეს არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. რაც შეეხება ნატოს, მაპატიეთ და თუ მე ჩამოგითვლით იმას, რაც 2008-2012 წლიდან ჩვენს დროს გაკეთდა, მიხვდებით, რომ ჩვენ ვთანამშრომლობდით არამარტო სახელმწიფო მოხელეებთან, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რიგი ადამიანები მერე „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდნენ და გახდნენ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები, ასე რომ თუ ქვეყნის ინტერესებს შეეხება, ეს არც გამიჭირდება და კიდევ ერთს გეტყვით, ძალიან ბევრი ეს ადამიანი აფიშირების გარეშე კიდევ მოდის ჩემთან და რჩევას მეკითხება“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს სადებატოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობენ. დღევანდელ დებატებში: "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იღებენ მონაწილეობას.

ავტორი: