სალომე ზურაბიშვილი: "რუსები ჩემი წიგნიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ამონარიდებს ხმარობენ, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“

00:25 10-25-2018
85

"რუსები ჩემი წიგნიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ამონარიდებს ხმარობენ, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „დებატები 2018“ "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბაქრაძის კითხვაზე, გრძნობს თუ არა ის პასუხისმგებლობას, რომ მისი თქმით, რუსეთი დევნილებს საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს, რადგან ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში მისი წიგნი რუსეთმა სარჩელში გამოიყენა, დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ ზედაპირულია იმის თქმა, თითქოს მისი ერთი წიგნიდან რაღაც ანალიზის გამოტანით 2011 წელს სასამართლო წააგეს:

„თუ ვინმემ იცის, როგორ მუშაობს რუსეთი საერთაშორისო სასამართლოებში, ვფიქრობ, ძალიან ზედაპირულია იმის თქმა, რომ ჩემი ერთი წიგნიდან რაღაც ანალიზის გამოტანით 2011 წელს ერთი სასამართლო წააგეთ. რაც შეეხება მეორე სასამართლოს, ის სულ სხვა საკითხზეა, ჯერ დაწყებული არ არის, დღეს არიან ჩამოსული და უნდა მოუსმინოთ განცხადებებს, რაც დღეს თბილისში სასამართლოდან ჩამოსული წარმომადგენლების მიერ გაკეთდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღევანდელ დებატებში: "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მიიღეს მონაწილეობა.

ავტორი: