დეკანოზ მამალაძის საქმე კომისიის დღის წესრიგში კვლავ არ ყოფილა - პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა

12:13 10-25-2018
94
თეგები: შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დეკანოზი მამალაძე არც ამჯერად შეუწყალებია. როგორც აღმოჩნდა, ეს საკითხი დღის წესრიგში არც ყოფილა:

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 30 საპატიმროს დღეს დატოვებს. 27 მსჯავრდებულს კი შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა სხვადასხვა ვადით.​პატიმართაგან ორი ქალია, ასევე, არიან პირები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში არასრულწლოვნები იყვნენ. შეწყალების კომისია 22-დან 24 ოქტომბრის პერიოდში მუშაობდა. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე ამ კომისიის დღის წესრიგში კვლავ არ ყოფილა. პრეზიდენტი მარგველაშვილი გადაწყვეტს, კიდევ დააკისროს თუ არა ეს მოვალეობა შეწყალების კომისიას - განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.



ავტორი: