ნიკა გვარამია: "არ მომწონს, რაც ხდებოდა ბიზნესთან დაკავშირებით, ხდებოდა იმიტომ, რომ ადეიშვილი აშენებდა სიღნაღს, მერაბიშვილი აშენებდა ახალციხეს და რაბათს, იმიტომ რომ სააკაშვილთან ერთად, ლევან ვარშალომიძე აშენებდა ბათუმს"

12:33 10-25-2018
222

არ მომწონს, რაც ხდებოდა ბიზნესთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ზურაბ ადეიშვილი აშენებდა სიღნაღს, ვანო მერაბიშვილი აშენებდა ახალციხეს და რაბათს, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ლევან ვარშალომიძე აშენებდა ბათუმს – ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა.

„მე არ მინდა, ცუდად გამომივიდეს ზურასთვისაც, მისი მეგობრები ვართ ჩვენ, დღეს ის იძულებით ემიგრაციაში. ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საქართველოში და მასზე ლაპარაკობენ, რომ ბიზნესს არეკეტებდა. მე არ მომწონს, რაც ხდებოდა ბიზნესთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ზურაბ ადეიშვილი აშენებდა სიღნაღს, ვანო მერაბიშვილი აშენებდა ახალციხეს და რაბათს, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ლევან ვარშალომიძე აშენებდა ბათუმს. ცუდია, მიუღებელია ეს მეთოდი და ამაზე შევთანხმდით საზოგადოება, მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ საკუთარი ექვსსართულიანი ვილები აეშენებინათ. ზურაბ ადეიშვილს რომ ნდომოდა, ნახევარი საქართველო მისი იქნებოდა, რომ ნდომოდა და სახელმწიფო ჩინოვნიკის მაგივრად, ქურდი ყოფილიყო, მაგრამ არ იყო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი: