პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და გოგი წულაიამ ქუთაისში არაშენებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნეს (ვიდეო)

13:11 10-25-2018
439

"თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში არაშენებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნეს. წულაიამ ადგილზე პერფომანსი მოაწყო, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე მერხები, სკამები და დაფა მიიტანა.

წულაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისს დასცინა, მან კი აღნიშნული ფორმით თავად ივანიშვილს დასცინა, "რომელიც უკვე რამდენიმე არჩევნებია აანონსებს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, ადგილზე კი მხოლოდ ბაყაყები ყიყინებენ. ივანიშვილს არ ცალია, ის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიითა დაკავებული, ამიტომ დავეხმარე მას და ლენტი გავჭერი," - ამბობს წულაია.

 

 

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე