მოკლედ მინდა დავწერო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ,წავიდე ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე - ამის შესახებ ტელეკომპანია იბერიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზამიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მოკლედ მინდა დავწერო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ,წავიდე ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე. ტეელევიზიამ განცხადება რომ გავრცელა ,არ მივდივართო,ჩემთან,როგორც საინფორმაციოს ხელმძღვანელთან ,ეს განცხადება არავის შუთანხმებია. მე კი გახლავართ სწორედ ტვ,,იბერიას,,ნიუსის ხელმძღვანელი,რომლის მთელი გუნდი დღეს უმუშევარი დარჩა და ყოველ დღე,პრესკონფერენციებს და აქციებს ატარებენ თავიანთი უფლებების დასაცავად. ეს ხალხი ჩემი მიყვანილი იყო იქ,ძალიან ბევრი ადამიანი,თავს პასუხისმგელად ვთვლი მათ წინაშე და მე ვარ ვალდებული,ამ ხალხის სახელითაც დავსვა შეკითხვები პარტია ,,ქართული ოცნების,,თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. არ ვიცი,ვის რა აწყობს და ვის როგორ წარმოუდგენია ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის. მე კი ამ ბრძოლაში ვიყავი თავიდან -ბოლომდე,,როცა წინა ხელისუფლების დროს შემოვარდნენ,,,იბერიაში ,,და დახურეს და და ამ ბრძოლაში ვარ ახლაც,როცა მეორედ დაიხურა ტელევიზია,რომელშიც მთელი ცხოვრება მაქვს ჩადებული,უკვე ამ ხელისუფლების დროს. ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკაზე.სწორედ ამიტომ,არაფრით გავუშვებ ხელიდან ამ შანსს- წერს ვახო ხუზმიაშვილი.