თამო ვაშალომიძემ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა - „პროფილში“ არ მომეწონა ჩემი კეხი - exclusive

17:31 10-25-2018
3858

თამო ვაშალომიძემ ცხვირის კორექცია გაიკეთა. მოდელი ცოტა ხნის წინ ნარკოზიდან გამოვიდა და ჩვენ მასთან დაკავშირება მოვახერხეთ.

- „პროფილში“ ცოტა კეხი მქონდა. წინიდან იმდენად არ მეტყობოდა მაგრამ გადაღების დროს, მოგეხსენებათ, სხვა და სხვა რაკურსით გიღებენ. ამას წინათ „პროფილში“ რომ ვუყურე საკუთარ თავს, გადავწყვიტე გამეკეთებინა. რამდენიმე წუთია ნარკოზიდან გამოვედი. რინოპლასტიკა გავიკეთე. ეს არის ცხვირის კორექცია ზედმეტი ჭრილობების და ჩამტვრევის გარეშე. 

- ახლა როგორ ხარ?

- კარგად. საერთოდ არ მტკივა. ჯერ შეხვეული ვარ, ხვალ გამომწერენ. 

- ეს ფოტო როდის გადაგიღეს?

- კლინიკაში გადაუღიათ, ოპარაციამდე და ოპერაციის შემდეგ. ახალი ცხვირი უკვე მომწონს. 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი