ვაკა გორგილაძე ჩანაწერზე: ვერ იოკებენ ლტოლვას ძალაუფლებისკენ, რევოლუციას და რადიკალიზაციას რუსთავი 2-ის მეშვეობით ახდენენ

18:15 10-25-2018
130

პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე მიიჩნევს, რომ ჩანაწერი, რომელიც უკრაინულმა მედიამ გაავრცელა, შესაძლოა ნამდვილად რეალური იყოს. სცენარი, რომელზეც ამ ჩანაწერში იყო საუბარი, ახალი არ არის და მსგავსი მოწოდებები ღია ეთერიდანაც ისმის ხოლმე.

"სავსებით რეალური შეიძლება იყოს ეს ჩანაწერი. არ მიკვირს, ეს სიძულვილი, რომელსაც აფრქვევენ ეს ბატონები და პოლიტიკური ორგანიზაცია. ეს გვესმის ღია ეთერიდან, გვარამიას მხრიდან, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილის მომხრეა, რომ გარიყულები უნდა იყვნენ საზოგადოებრივი სივრციდან, ეს არის ასობით ათასი მოქალაქე. გასაკვირი რა არის ამაში, ალასანია და სააკაშვილი ვერ იოკებენ თავის ლტოლვას ძალაუფლებისკენ. ის რომ რევოლუციას და რადიკალიზაციას რუსთავი 2-ის მეშვეობით ახდენენ ვერ ვხედავთ ამას? აბსოლუტურად ნათელია. რა თქმა უნდა, რევოლუციისთვის სჭირდებათ ახალგაზრდობა" - განუცხადა "პრაიმტაიმს" გორგილაძემ

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ საიტზე zdes.com.ua საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სავარაუდო სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში, საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტკური პროცესების რადიკალიზაციასა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე. რევოლუციის გეგმაზე, რომელიც ახალგაზრდების ხელით და რუსთავი 2-ის მეშვეობით უნდა განახორციელონ.

ავტორი: