თამარ ჩუგოშვილი: ყოფილი მთავარსარდლის მხრიდან ქართული ჯარის პოლიტიზირება არ არის ღირსეული საქციელი

18:35 10-25-2018
112

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხაებს, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან ქართული ჯარის პოლიტიზირება არ არის ღირსეული საქციელი.

"28 რიცხვამდე არც ერთი საარჩევნო ყუთი არ იხსნება, ამაზე განცხადება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც გააკეთა. არავინ არ იცის რა შედეგები არის  თუნდაც იმ ოლქში, სადაც ქართველი სამხედროები აძლევენ ხმას. ამიტომ სრული სპეკულაციაა იმაზე საუბარი თუ რა შედეგი დაჯდა და ვის მიანიჭეს უპირატესობა ქართველმა სამხედროებმა. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოფილ მთავარსარდალს არ ეკადრება ქართველი სამხედროების და ქართული ჯარის პოლიტიზირების თუნდაც მცდელობა, არ არის ეს ღირსეული საქციელი", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.