“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი 2"-თან, "ტვ პირველთან" და "იმედთან" მისი ინტერვიუ შეაფასა.
პარტიის თავმჯდომარის თქმით, რუსთავი ორის წამყვანი, ეკა კვესიტაძე ცდილობდა ინტერვიუს ჩაშლას, რათა ხალხს მისი საუბარი ვერ მოესმინა.
"რაც გამოიკვეთებოდა და მთავარი ალბათ, რაც გასდევდა მთელს ინტერვიუს, გახლდათ ის, რომ კვესიტაძე, მას ძალიან ცდილობდა ტრაპაიძეც რომ დახმარებოდა, თუმცა ალბათ ვერ შეამჩნევდით ალბათ, რომ მე მოვახერხე, რომ მაქსიმალურად დამეშორებინა, თავშივე ვიცოდი მაგათი კომუნიკაცია ადრე და ძალიან კარგია პრინციპში და ამაზეც არ თქვან, რომ რაღაცაში ვამხილე და მედიის კრიტიკას ვეძებ, ღმერთმა მოახმაროს და ქონდეს კოორდინაცია, არავითარი პრობლემა არაა, მაგრამ მე გავიხსენებ, რომ იქ მცდელობა იყო გაერთიანების და მე ეს მოვახერხე, რომ ესენი ჩავწიე ერთმანეთისგან, თორემ მთლიანად ინტერვუის ჩაგდების სურვილი იყო დიდი კვესიტაძისგან, საუბარს არ მაცდიდა როგორც ნახეთ, არ აცდიდა კოლეგებსაც, რაზეც რამდენჯერმე კოლეგებსაც ვთხოვე დახმარება, რომ იქნებ კოლეგიალობა გამოეჩინა კვესიტაძეს და მათთვის მაინც დაეჯერებინა.
როგორც ნახეთ, მე ამ სიტყვასაც არ ვიხმარ, ძალიან უკულტუროდ მოიქცა და არ უნდა იყოს ჟურნალისტი ასეთი და არ უნდა იყოს ასეთი კანდიდატი და ეს იყო სირცხვილი, რაც მე მასვე ვუთხარი ინტერვიუს დროს, რომ ასეთი ქცევა არ შეიძლება. რატომ იქცეოდა ასე მარტივი გასაგებია, მათ ეშინიათ სიმართლის, მათ ეშინიათ იმის, რომ რასაც ჩაკეტილ ტელევიზიაში საუბრობენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი როგორც გითხარით მძევლად ყავს და ცდილობენ დაარწმუნონ, რომ აპოკალიფსი ვითარდება ქვეყანაში, საშინელებაა, საშინელი კორუფცია ტრიალებს, რეკეტი, და ჩანაწერებს, რომელსაც იშველიებდნენ, მე რეკეტიორად მომიხსენიებდნენ ამ ჩანაწერებში, ეს ცალკე გასარჩევია და მაქსიმალურად იყო მცდელობა იმისა, რომ როგორმე ხალხს არ გაეგო და მოესმინა ჩემგან ნაპასუხები, განსხვავებული აზრის გადაფარვას ცდილობდნენ და ეს ირიბად მიანიშნებს იმაზე, რომ მათ შეკითხვები რეალურად ხელისუფლებასთან არ აქვთ, ხელისუფლება მძლავრად არის და მე როგორც პარტიის წარმომადგენელი, მომზადებული მივედი. ერთადერთი, რაც ქონდათ ბერკეტი, ცდილობდნენ როგორმე არ მელაპარაკა და მე მგონი ნაწილობრივ მაინც მოვახერხე აზრის გამოთქმა და კარგად გამოჩნდა იქ რაც იყო" - განაცხადა ივანიშვილმა.
პარტიის თავმჯდომარემ ასევე განმარტებები გააკეთა ჩანაწერებთან დაკავშირებითაც:
"ამ ჩანაწერებზე თქვენც გექნებათ ალბათ შეკითხვა და მე მზად ვარ გიპასუხოთ, თუმცა ჩანაწერებთან დაკავშირებითაც მინდა იგივე შეხვედრაზე ხაზი გავუსვა იმას, რომ, ერთია ჩანაწერები, რომლის ავთენტურობაც არ დასაბუთდა არც ლონდონში და არც ჩვენმა ბიურომ არ დაასაბუთა. მეორეა ის, რომ ეს არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ რაც იყო ამ ჩანაწერებში, იმასაც როგორ დამახინჯებულად გადმოსცემდნენ რუსთავი ორელები, გაბუნია,რომელიც წავიკითხე და კვესიტაძემ უკან დაიხია იქ და ვერ გასცა პასუხი, ერთს ამბობს გაბუნია სანამ დაიწყება ჩანაწერების ჩვენება, ჩანაწერებში აბსოლუტურად განსხვავებული ხმები ისმის და განსხვავებული შედეგი იხატება. რაც საშუალება არ მომეცა, მე მაინც მინდა დავამატო, რომ ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ყიფიანი მივიდა ოფისში ფარცხალაძესთან, შეაგინა და ფარცხალაძემ დაარტყა თუ სცემა. იმასაც ცდილობენ, რომ მოვიდა ვთქვათ ის ორი მონაწილე ჩემამდე როგორმე მოეყვანათ და მათი ინტერპრეტაციებით ესეც არ იკვეთება, რომ ჩემამდე მოვიდა ან არ მოვიდა, მაგრამ ივანიშვილმა თურმე გადაწყვიტა, ყიფიანს უთხრა, რომ შეაგინე" - განმარტა ივანიშვილმა. კითხვაში ჩაეძია "იბერიას" წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი: "რეალურად რა მოხდა?" - კითხა ჟურნალისტმა.
"მე არ ვიცი რეალურად რა მოხდა, დავიფიცებ ვისთანაც გინდათ და როგორც გინდათ, არც საქმე არ გამირჩევია და როგორ უნდა გამერჩია როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ და მერე როგორ დავუჭერდი თუ ასე წავიდოდა თანაბარ სიტუაციაში ფარცხალაძეს მხარს, როცა ყიფიანი იყო ჩემი კუმირი. დათო ყიფიანი, ჩემს ახალგაზრდობაში მთელი ჩემი თაობა შეყვარებული იყო თბილისის დინამოში და დათო ყიფიანში და მეც არ ვიყავი გამორჩეული, რატომ დავუჭერდი ფარცხალაძეს მხარს თუ ამის მსგავსი იყო მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ რეკეტი მიდის ჩემგან ორგანიზებული, რასაც გადმოსცემდნენ, მე ამ საქმეებს ვარჩევ, ეს არაფერი, იქ არ ისმოდა,. გაუპატიურება ახსენეს, სარდაფს ამბობდნენ, გაუპატიურებას ცდილობდნენო, არსად არ აისახება ეს, არც იმ ჩანაწერებში და არ აისახება ყიფიანის შემდგომ ჩვენებებში, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა. აი ასე ამახინჯებენ და კიდევ ერთი პატარა დეტალი მინდა, გამიგრძელდა ძალიან, გატყობთ, აღარ მოგწონთ ეს და სწორია, ძალიან გამიგრძელდა. კიდევ ერთი პატარა დეტალი, რაც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩა ტელემაყურებელს, რომ რუსთავი 2 შევაფასოთ როგორ იქცეოდა, როგორ ამახინჯებს, როგორ ცრუობს, ყველა დეტალს როგორ აყენებს ყირაზე. როცა კვესიტაძე მისვამდა კითხვას, რომ აი კობახიძემ თქვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ ენჯეოებს უწოდა ფაშისტების, მე ვუთხარი თქვენ ცრუობთთქო და როგორო მეტამორფოზა განიცადა სწრაფად ეკა კვესიტაძემ და მიამსგავსა, მაინც დაამახინჯა მაგრამ მიამსგავსა კი არ უწოდა მათ, თურმე მათ დაუჭირეს მხარი ამის რამის მსგავსი რაღაც თქვა. ჩემი მიზანი რაც იყო, რასაც ვგეგმავდი და რაც დღესაც გაგრძელდა.
პირველი, ვისაც დანახვა უნდოდა, კარგად ჩანდა "რუსთავი 2"-ის წარმომადგენელი როგორ იქცეოდა. ეს ბოლო შეკითხვაც და იქვე ასიმილირებაც, რომ როგორ ამახინჯებენ და ცრუობენ, მხოლოდ სიცრუე მოდის რუსთავი 2-ისგან და დღეს არ მოსვლა არის კიდევ ძალიან კარგი მაჩვენებელი. მათი მოსვლა და არ მოსვლა ჩემთვის ტოლფასია, იდენტურია, იმიტომ, რომ შედეგი მიღებულია და არის ის, რაც მე მათ დავპირდი, დავეხმარები, რომ მათ მოახერხონ განსხვავებული აზრის მიტანა მაყურებლებამდე.
ან არადა, თუ ვერ მოახერხებენ, დიდი ილუზია არ მაქვს, თუმცა, მე მცდელობას არ დავაკლებ, მათ დაერქმევათ ის სახელი, რომ ისინი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დაიტოვებენ, ასეთი სექტები მსოფლიოში უამრავი არსებობს, რასაც უნდათ, რასაც ისმენენ და იცით, რაღაც ამის მსგავს სახელს მიიღებენ" - ამბობს ივანიშვილი.
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე განმარტავს, რატომ აღიქვეს მუქარად მისი კრიტიკა რუსთავი ორის მიმართ:
"მთავარი რაც გვინდა, შედეგი, რისთვისაც მე ვიბრძვი, რომ მათ ვერ მოახერხონ სიცრუის ძვირად გაყიდვა. იაფად და მდარედ და საზოგადოების ძალიან პატარა ნაწილზე ეს ყველგან არის, ყველგან ხდება, არავითარი პრობლემა არაა. თუ დაინახავენ ჩემი აზრით, რომ მათ სიცრუეს ფასი აღარ აქვს, ვიღაცები გადაეწყობიან და ისეთ პროდუქტს მოამზადებენ, რასაც საზოგადოება იყიდის. ვიღაცეები მაინც დარჩებიან იქ და ეცდებიან, რამეთუ სხვა ხელობა არ იციან და სხვანაირად არ შეუძლიათ. ის, რომ მათ სინათლის ეშინიათ, სიმართლის ეშინიათ და დღეს აქ არ მოვიდნენ, ეს არის ის, რასაც მე ვცდილობდი და გავაგრძელებ რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ამ ხაზს, მე დავპირდი საზოგადოებას და დღესაც გავიმეორებ, რომ მე გავაგრძელებ ამ ხაზს და არავის მივცემ უფლებას, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მძევლად აიყვანოს და მხოლოდ სიცრუეებში აცხოვროს. აი ეს არის ჩემი, რაც მუქარად აღიქვეს და რეალურად, შეიძლება მათთვის მუქარაც იყოს, რამეთუ მათ სხვა პროდუქტი არ აქვთ, არ აქვთ სათქმელი, არ აქვთ კითხვები და ყველაზე კარგი მაგალითი ამისთვის გახლავართ მე. 200 გვერდზე მეტია, 150-ს ამბობდნენ ოდესღაც. 200 გვერდზე მეტია ბრალდებების, რომელიც რუსთავი 2-დან მოდის მარტო ჩემზე. 200 გვერდზე მეტია, აბა წარმოიდგინოს ტელემაყურებელმა და წარმოიდგინეთ თქვენც. არც ერთი არ არის სწორი. მე ვიყავი მზად და დღესაც მზად ვარ, შევხვდე მათ ჟურნალისტებს და გავარკვიოთ და გავარჩიოთ. ახლა იმდენად ეშინიათ ჩემი იქ მისვლა, რომ პირდაპირ წყევლა-კრულვა და გინება დამიწყეს იქიდან და მუქარაც, რომ როგორმე არ გავბედო და არ მივიდე იმ ფორმატშიც კი, რომელსაც თითქოსდა მთავაზობენ და წინასწარ მემუქრებიან, რომ იქ არ მივიდე. ამის საჭიროება დღეს არაა. თუ ამის საჭიროება გახდა, იქაც მივალ, იმისთვის, რომ ყველაფერს დაერქვას თავის სახელი ამ ქვეყანაში" - დასძინა ივანიშვილმა.
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებს ხვდება. ივანიშვილმა შეხვედრაზე საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლები: “მაესტრო”, “ობიექტივი”, “პალიტრა NEWS”, “კავკასია”, “იბერია TV” მიიწვია.