"ნახეთ, რამდენად კულტურულია ჩვენი გუნდი" - რაში დაკარგა ბიძინა ივანიშვილმა დიდი დრო და რას პირდება საზოგადოებას

13:10 10-26-2018
95

ძირითადად, დაკავებული ვიყავი, როგორ დამერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები საზღვარგარეთ, აშშ სტრატეგიული პარტნიორი, ევროპელები, რომ მე არ ვარ ვიღაც ძალა, დესტრუქციული, რომელიც მოვიდოდა იმისთვის, რომ, საქართველო დაანგრიოს და ვიღაცას გადასცეს, რასაც უკიჟინებდნენ ნაციონალები. დღეს, მე ჩემს გამოცდილებას აღარ დავხარჯავ ამ მიმართულებით - ამის შესახებ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობაში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. მოხდა პატარა ცვლილებები და გადაადგილებები. რაც გაცილებით ეფექტური იქნება.

"აი, მთავრობის მაგალითია კარგი, რაც მოხდა გადაადგილება, მსგავსი შეიძლება მოხდეს, როცა საშუალება იქნება სხვადასხვა სტრუქტურებში და პირველ რიგში, პარტიის როლს გავზრდი და ძალიან ბევრი ახალი სახე შემოვა პარტიაში. შევეცდები თუკი სადმეა და როგორაა, მაქსიმალურად, რეგიონებში გავამაგრო და გაიზარდონ ახალი წარმომადგენლები ქართული ოცნების. ძალიან ბევრი განაწყენებული, ობიექტურად განაწყენებული ქართული ოცნების მხარდამჭერი არის დარჩენილი. აქაც მე მათ ვპირდები, რომ მაქსიმალურად აღვადგენ სამართლიანობას. ის, რაც ვერ მოხერხდა ჩემს დროს და მაშინ, თავი უნდა ვიმართლო. ჩემი პრემიერობის დროს, ერთი წელიწადი ვიყავი დაახლოებით პრემიერი, გახსოვთ, მე ძირითადად, დაკავებული ვიყავი, როგორ დამერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები საზღვარგარეთ, აშშ სტრატეგიული პარტნიორი, ევროპელები, რომ მე არ ვარ ვიღაც ძალა, დესტრუქციული, რომელიც მოვიდოდა იმისთვის, რომ, საქართველო დაანგრიოს და ვიღაცას გადასცეს, რასაც უკიჟინებდნენ ნაციონალები. მათ ჰქონდათ ძალიან კარგი კავშირები, ძალიან მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ ამერიკასთან თუ ევროპასთან. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რაც არ ჩანდა ზემოთ და რასაც ვერ ვიტყვი დღეს მედიაში, როგორ, რა სიღრმეებში იყვნენ ჩართული და როგორი კავშირები ჰქონდათ და როგორი მძიმე იყო ყოფა მაშინ ჩემი, თუ გნებავთ პრემიერის რანგში. ამას მიჰქონდა ძირითადად დრო. დღეს, სხვათა შორის, ეს არ მითქვამს და კარგად მივედი, კარგი რამ გამახსენდა, რომ ამის შემდგომ, ჩემი წასვლის შემდგომ ეტაპებზე გახსოვთ, რომ მძიმე იყო ის დასჯის პერიოდები იყო, რომ პასუხისგებაში მიეცა ძალიან ბევრი თანამდებობის პირი ღარიბაშვილის დროს, შემდეგ მოვიდა კვირიკაშვილი, ახლა არის ახალი პრემიერი და დღეს, რაც მთავარია და მთავარი რესურსი დამატებითი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რაც მე მაძლევს უფლებას იმისა, რომ საჯაროდ განვაცხადო, რომ აუცილებლად მივიღებთ შედეგს და ერთი წელიწადიც არ დასჭირდება, რომ ძალიან მკვეთრი და ხარისხიანი ვერტიკალი ექნება ყველა შტოს ხელისუფლების და მათ რიცხვში პარტიას. ამის საშუალებას მაძლევს ის, რომ ყოველგვარი ეჭვი ევროპიდან და ასევე სტრატეგიული პარტნიორისგან, აშშ-სგან, ჩვენი გუნდის მიმართ, პირადად ჩემ მიმართ, აბსოლუტურად განულებულია. პირიქით, თუ ოდესმე, ვინმეს ჰქონია ურთიერთობა და იმას, რასაც მე ვიხსენებ ჩვენს პარტნიორებთან, დღეს გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა აშშ-სთან. ერთი ეჭვი არ არის ქართულ ოცნებასთან. ყველა ქართული ოცნებისტი დღეს მოიხსენიება და არავინ არ სვამს კითხვებს, ესენი არიან პროდასავლურები. ეს არის პროდასავლური პარტია, არავის შეკითხვა არ აქვთ ჩემთან დაკავშირებით, ამის კარგი მაგალითი იყო ის, რომ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომელიც პროდასავლურად ასევე მოიხსენიება და წავიდა თანამდებობიდან, შეკითხვაც არ დაუსვამთ, რატომ წავიდა და ვინ იქნება? ამაში, გულახდილად გეუბნებით, ასე არ იყო ადრე, ასე არ გახლდათ და არავითარი კითხვები არ ისმის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ეს კარგად ჩანს და ყველამ აღიარა, რომ ის სწორად არის დასჯილი. მე არ ვხმარობ ამ სიტყვებს და ნახეთ, რამდენად კულტურულია ჩვენი გუნდი, არასდროს არ უხმარია არც ერთი გუნდის წევრს და მათ შორის, არც მე, რომ მოგვეხსენიებინა სააკაშვილი კრიმინალად. ქართულმა სასამართლომ, ჩვენმა სახელმწიფო სასამართლომ მას უკვე მიუსაჯა და ჩვენ შეგვიძლია ეს ტერმინი ვიხმაროთ. ნახეთ, თვითონ რა ტერმინებს ხმარობენ და როგორ იქცევიან. აღარ არის დღეს პრობლემა იმის, რომ პარტნიორები ვარწმუნოთ, რომ ვინ ვართ ჩვენ. ეს არის ძალიან დიდი ტვირთი მოვიშორეთ ჩვენ და ამაზე მიდიოდა დიდი ენერგია. ჩემგან პირველი წელი, 90% ენერგია ამ მიმართულებით მიდიოდა. დღეს, მე ჩემს გამოცდილებას აღარ დავხარჯავ ამ მიმართულებით, ისევე როგორც გუნდი და მთლიანად მოვახმარ მენეჯმენტს, რომ ვერტიკალი იყოს მკაცრი, სახელმწიფო იგრძნობოდეს კარგად. ამ დროს, დემოკრატიული ღირებულებები უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს და არანაირი ცდუნება არ გაუჩნდეს, რომ ამის ნაცვლად და ამის საფასურად მოვახერხებთ ჩვენ ვერტიკალის გავლას. ღმერთმა დაგვიფაროს, ეს არის რთული, ამიტომაც მოვბრუნდი და ამიტომაც მოვბრუნდით და ამიტომაც მოვახერხებთ და გითხარით მიზეზები, რატომაც და ის, რომ მენეჯმენტი შემიძლია ვთქვათ და ეს არის ჩემი ძირითადი, რითაც წარმატებას მივაღწიე, ძალიან გთხოვთ, ვისაც არ წაგიკითხავთ 2005 წლის ჩემი ინტერვიუ წაიკითხეთ და ნახეთ, როგორი ხელწერით ვმოქმედებდი მე. ადამიანი ასე არ იცვლება. ახლა, დღეს რომ გამოდიან ნაციონალები და მარიხუანა დაანგრევს მთელ ქვეყანასო, ესენი რომ იცავენ ამას, ეს ვთქვი მე კიდეც, კვესიტაძეს როცა ვპასუხობდი, რომ თქვენგან არ მივიღებ-მეთქი იმას, რომ თქვენ საზოგადოების სისუფთავეზე ზრუნავთ, როდესაც ასეთი მეთოდები გქონდათ, მაგრამ ჩემი ხელწერა ნახეთ, სადაც, "ვედემო"-ში იყო ყველაზე კითხვადი. ერთი ინტერვიუ მაქვს მიცემული, მთელი ჩემი მოღვაწეობაა იქ განხილული და იქ ისეთი პრეცედენტებია, რომ ლობირებითაც არ ვაკეთებდი ბიზნესს. როდესაც შემთხვევით ვიყიდე ყველაზე ძვირი, ჩემი კომპანიის აქციები და სახელმწიფომ არასწორად გაყიდა, სახელმწიფოს ვაიძულე, გადავაკეთებინე კანონები, უკან დავაბრუნე და ხუთჯერ ძვირად ვიყიდე სწორ აუქციონზე. აი ეს მაგალითი მაქვს მოყვანილი "ვედემო"-ში, სადაც მე ვერ მოვიტყუებოდი, ახლა, ქართველებს რასაც გინდა, იმას მოუყვები პრინციპში, საბუთი ის არის, რომ იქ მოვუყევი ამას, ჩემი ბანკი და მე ვიყავი ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც რუსეთის სახელმწიფომ უარი განაცხადა თავის ვალდებულებებზე და ვალების გადახდაზე. ამ შემთხვევაში, კომერციულ ორგანიზაციებს არავითარი ვალდებულებები აღარ აქვთ წესით და ყველამაც, ყველა მსხვილი ბანკი დაიკეტა. ერთადერთი, გიჟს მეძახდნენ მე, მე დავდექი ბოლოს. არა თუ ბანკიდან არ გავიტანე არაფერი, რაც ბანკს არ ეკუთვნოდა, გარე ქონება რაც ჰქონდა ისიც ბანკს მივაკუთვნე და მივიტანე როგორც აქციონერმა და ერთადერთი ჩემი სტრუქტურა იყო, რომელმაც შექმნა ევროპული პრეცენდენტი რუსეთში. ევროპელებს ვეღარ ელაპარაკებოდნენ ფინანსთა მინისტრი, მე იქ ვიხსენებ, იგივე ინტერვიუში, რომ რასისკი კრედიტს უხსენებდა მხოლოდ, როდესაც ევროპელები გადაგვაგდეთ ყველა ტოტალურად, ფულსა და ვალუტებს არ გვიხდით, კომპანიებიც გადააგდეს და სახელმწიფოებიც, ასე მოხდა როდესაც სახელმწიფო უარს აცხადებს საკუთარი ვალების გადახდაზე. აი წაიკითხეთ ეს ინტერვიუ, როგორ შევძელი მე მხოლოდ  სუფთა მენეჯმენტიოთ და ამის ხარჯზე, საკმაოდ დიდი ქონების დაგროვება რუსეთში და თუ მენეჯმენტზეც მიდგება პრინციპში, რატომ იქ უნდა წავიდეტ ინტერვიუში? აი, როდესაც 2011 წელს, მე პოლიტიკაში მოვედი, ის მდგომარეობა თუ გახსოვთ, აქედანაც შემიძლია მაგალითები მოგიყვანოთ, ის არ მომხდარა შემთხვევით, ისე სუფთა ხელებით, ეს აგრესიული ძალა, როემლიც ყველაფერზე წამსვლელი იყო, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ და როგორ დავალაგეთ. რა თქმა უნდა, ლომის წილი მენეჯმენტში ჩემი იყო და არ იყო აქ მთავარი, დომინანტი ფული. სწორედ, რომ თუ დაგაინტერესებთ, ისეთ მაგალითებს მოგიყვანთ იმ დროიდანაც, რომ დამეჯერებინა მაშინდელი გამოცდილი პოლიტიკოსებისთვის, შეიძლება აბსოლუტური გაუგებრობა მიგვეღო, სიმღერით გავიყვანე როგორც იტყვიან" - განაცხადა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის სასიკეთოდ ცვლილებები მალე მოხდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა:

"მინდა დავარწმუნო თანაგუნდელებიც და საზოგადოების ის ნაწილიც და ასევე ისინიც, ვინც მტრულად და სიხარბით უყურებენ სახელმწიფოს, რომ ყველაფერი დალაგდება და ყველაფერს მიეცემა თავისი სახე და ადგილი და დაერქმევა თავისი სახელი, ამას ვპირდები და გარწმუნებთ, რომ ოქტომბერია ყველაზე გვიანი დრო, რომ ეს კარგად დავინახოთ და მე თვითონ ვარ ვალდებული, გამოვალ და გაჩვენებთ, შეკითხვას დამისვამთ, რასაც ვამბობ და ვიჩემებ, იმაზე პასუხს მოითხოვთ და შეიძლება მოთხოვნაც არ დაგჭირდეთ, ეს იქნება გასაგები" - დასძინა ივანიშვილმა.

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებს ხვდება. ივანიშვილმა შეხვედრაზე საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლები: “მაესტრო”, “ობიექტივი”, “პალიტრა NEWS”, “კავკასია”, “იბერია TV” მიიწვია.

ავტორი: