"წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვაპირებთ პროექტში დარჩენას..." - "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

17:40 10-26-2018
1404

პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემოქმედებითი ჯგუფი, მონაწილეები და მოცეკვავეები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც ისინი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან გაშვებული თანამშრომლების დაბრუნებას ითხოვენ.

განცხადების ავტორები ტელეკომპანიის მფლობელებთან შეხვედრას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არ გამორიცხავენ, რომ პროექტი დატოვონ. 

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეები, მოცეკვავეები და შემოქმედებითი ჯგუფი ვაქვეყნებთ ერთიან განცხადებას. მოვითხოვთ ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობამ სამსახურში აღადგინოს ყველა გაშვებული თანამშრომელი, ვინაიდან ვთვლით, რომ მათი გაშვება მოხდა უსამართლოდ და პროექტში უხეშად ჩარევის ფორმით. უსამართლოდ პრექტიდან გაშვებულთა შორისაა პროექტის ხელმძღვანელიც. ვთვლით, რომ ეს არის შემოქმედებითი ჯგუფის საქმიანობისთვის ხელოვნურად ხელის შეშლა და გარკვეული პირების ინტერესების გატარება პროექტის საწინააღმდეგოდ. ასევე მოვითხოვთ ტელეკომპანიის მფლობელებთან და არა დირექტორატთან შეხვედრას. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვაპირებთ პროექტში დარჩენას", -აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.