ნათია მეზვრიშვილი: თავი შეიკავეთ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება, გორში გარდაცვლილი გოგონას ოჯახი დააზიანოს

18:13 10-26-2018
218

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საზოგადოებას და მედიას მოუწოდებს, რომ გორში მოკლული გოგონას საქმესთან დაკავშირებით, ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება, ოჯახი დააზიანოს, თავი შეიკავონ.

„შეშფოთებული ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც ამ საქმის გარშემო მიმდინარეობს საზოგადოების სხვადასხვა წევრის მხრიდან.

უმორჩილესად მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში, ამოვიდეთ ოჯახის ინტერესებიდან და ვინც ამ ფაქტებს აშუქებს, ასევე ვინ რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თავის შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება, ოჯახი დააზიანოს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

8 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარი გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე გუშინ იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 33 წლის იაგო ნებიერიძე ცხელ კვალზე დააკავა.

გოგონა გუშინ დღის პირველ ნახევარში ცეკვაზე წავიდა და უკან არ დაბრუნებულა. ოჯახის წევრები და ახლობლები მოზარდს დაახლოებით რვა საათის მანძილზე ეძებდნენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

ავტორი: