არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ლიდერები ქვეყანასა და რეგიონში წინასაარჩევნო გარემოს კრიტიკულად აფასებენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ამომრჩევლების მოსყიდვის, დაშინებების და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა.
ხელისუფლების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, პარტია "თავისუფალი საქართველო" ქუჩის აქციებისთვის ემზადება.
"საარჩევნო გარემო იყო ძალიან ცუდი. ახლაც მიმდინარეობს ბეტონების დასხმა. ოღონდ ამათმა რამე გააკეთონ და ვინ ჩივა წინასაარჩევნო პერიოდს. მზადა ვართ გამოვიდეთ ქუჩაში და დავიწყოთ აქციები, რადგან ხელისუფლება აპირებს გააყალბოს არჩევნები, რადგან ხელისუფლება მიდის სრულ გაყალბებაზე, სრულ აღვირახსნილობაზე. სუსი მუშაობს ფარულად. იყო არათანაბარი საარჩევნო გარემო. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ ჩათლახები, მე არ ვარ ჩათლახი,"-ამბობს გოგი წულაია.
ირაკლი ვაჩიბერაძე