საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციური კანდიდატების მთავარი გამოწვევა არის ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ხელისუფლება იყენებს- ზურაბ ჯაფარიძე

12:47 10-27-2018
60

„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი,ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ,,გირჩის და სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მთავარი გამოწვევა ის ადმინისტრაციული რესურსია, რომელსაც ხელისუფლება იყენებს.

„ფაქტობრივად, მთელი სახელისუფლებო მანქანა, სახელმწიფო ბიუჯეტი, მთელი საჯარო მოხელეების დაჯგუფება, თუ რა დავარქვა, ამას დამატებული ივანიშვილის კონკრეტული პირადი ფინანსები, დგას ერთ მხარეზე. ძალიან რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი გამოწვევა და მნიშვნელოვანია, ეს ესმოდეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საპრეზიდენტო კანდიდატები დღეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან, რომლებიც 28 ოქტომბერს ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდებიან.

საერთაშორისო დელეგაციებთან კანდიდატების ინდივიდუალური შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.