დაუჭერს თუ არა მხარს მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე დავით ბაქრაძეს - "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს და მის გუნდს კითხვით მიმართავს.
გიგია ბოკერია "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატისგან კონკრეტულ პასუხს ელის.:
„მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სამწუხაროდ განსხვავებები ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ბევრ ფუნდამენტურ საკითხზე, ღირებულებით, პრინციპულ საკითხზე კიდე უფრო გაღრმავდა ვიდრე ეს აქამდე იყო და შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური განსხვავება ჩვენ შორის დღეს არის ძალიან ძალიან დიდი და ჩვენ ძალიან ცოტა გვაქვს დარჩენილი განსაკუთრებით შიდა პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით. მიუხედავად ამისა ჩვენი პოლიტიკური გუნდი ევროპული საქართველო და ჩვენი კანდიდატი დავით ბაქრაძე ერთგული ვრჩებით იმ შეთანხმების რომელსაც მივაღწიეთ ევროპის სახალხო პარტიის ქოლგის ქვეშ ნაციონალურ მოძრაობასთან და მის კანდიდატთან და მე მინდა ახლა კითხვით მივმართო გრიგოლ ვაშაძეს და მთელ მის გუნდს მის პოლიტიკურ ხემძღვანელ სააკაშვილს და ყველას ვინც იქ არის და ველით კონკრეტულ პასუხს. როდესაც დავით ბაქრაძე გავა მეორე ტურში ამ არჩევნებზე, რომელიც ხვალ შედგება, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მას მხარს მეორე ტურში და ჩვენ ველით მისგან მკაფიო პასუხს და არ მივიღებთ იმ პასუხს რომ „იცით რა მე ვიქნები მეორე ტურში“ ის არ იქნება მეორე ტურში თუ ის ამას გვეტყვის. იქნება დავით ბაქრაძე, მაგრამ ის რომ ისე თვლიდეს, როგორც მას სურს, ყველა შემთხვევაში უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხი არის თუ არა ერთგული იმ შეთანხმების, რომელიც იქნა მიღწეული და დაუჭერს თუ არა ღიად მხარს დათო ბაქრაძეს მეორე ტურში“ - განაცხადა ბოკერიამ.