დავალიანების გადახდა დაიწყო, შესაბამისად, გააგრძელა მუშაობა - კახა კალაძე ომეგა ჯგუფზე

15:32 10-27-2018
167

"კომპანიამ დაიწყო იმ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა, რაც ჰქონდა. თუ არ ვცდები, რამდენიმე მილიონია უკვე გადახდილი და შესაბამისად, გააგრძელა მუშაობა,“ - დედაქალაქის მერი კახა კალაძე "ომეგა ჯგუფის" წარმოების განახლებას ასე გამოეხმაურა.

"საბიუჯეტო დავალიანების გადახდა, კომპანიამ დაიწყო. თუ არ ვცდები რამდენიმე მილიონია უკვე გადახდილი. შესაბამისად, მუშაობა გააგრძელა. ჩვენთვის ბიზნესი მნიშვნელოვანია, ბიზნესი არის სფერო, რომელიც ქვეყანაში ქმნის კეთილდღეობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, ადამიანებს ასაქმებს. ის მიდგომები, რომელიც ხელისუფლებას აქვს ბიზნესის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას", - განაცხადა კალაძემ.

"ომეგა ჯგუფმა" ხელისუფლებასთან შეთანხმება მიაღწია, რის საფუძველზეც ოჯთ-ს ფაბრიკამ მუშაობა განაახლა.
როგორც "პრაიმტაიმს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით. 26 ოქტომბერს, კომპანია ოჯთ-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ოჯთ-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა.

ავტორი: