"ამ არჩევნებით ოცნების გაყოფა დაიწყება და ნაცმოძრაობის გაყოფა დასრულდება" - ასე მიმართა საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ამომრჩეველს არჩევნებამდე.
"ჩვენ ჯერ არ ვიცით ვინ გახდება პრეზიდენტი, მაგრამ ვიცით არჩევნების პოლიტიკური შედეგი. ამ არჩევნებით ოცნების გაყოფა დაიწყება და ნაცმოძრაობის გაყოფა დასრულდება. საპრეზიდენტო არჩევნების ფინიშით საპარლამენტო არჩევნების პოზიცია გაირკვევა. ამიტომ, ხმის მიცემისას ვფიქრობთ პრეზიდენტი გვახსოვდეს და საპარლამენტო არჩევნები, რომლითაც ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. მე ჩემთვის არ ვითხოვ ხმებს, რადგან ჩემი არავის არაფერი მართებს. მე ვთხოვ ყველა ამომრჩეველს, ხმა მომცეს არა მე, არამედ საკუთარ შეხედულებებს, რომლებიც ჩემსას ემთხვევა. ვთხოვ, ყველას ხმა მისცეს საკუთარ თავს და საკუთარ აზრს საზოგადოებაში. ნუ დავიკარგებით,ნუ ჩავიკარგებით - ხვალ ჩვენი თავი ჩვენდავე ვიყუდნოთ და ჩვენი ხმა, რაც შეიძლება ხმამაღლა გავაგონოთ ერთმანეთს" - განაცხადა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა.