ნატო ჩხეიძე: "იბერია" გააგრძელებს მაუწყებლობას" (exclusive)

16:55 10-27-2018
159

სამაუწყებლო კომპანია "იბერია" მაუწყებლობას აღადგენს - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ განუცხადა.

მას შემდეგ, რაც "ომეგა ჯგუფმა" მუშაობა აღადგინა, გაჩნდა ლოგიკური კითხვა, აღადგენს თუ არა მაუწყებლობას ტელეკომპანია, რომელიც სწორედ იმიტომ დახურეს, რომ მისი მთავარი დამფინანსებელი "ომეგა ჯგუფი" იყო.

"იბერია" გააგრძელებს მაუწყებლობას, გარკვეული დრო დასჭირდება მის სრულყოფილ ამუშავებას, რაც ვფიქრობ, რამოდენიმე თვეში აუცილებლად მოხერხდება" - განუცხადა "პრაიმტაიმს" ნატო ჩხეიძემ.

"ომეგა ჯგუფმა" ხელისუფლებასთან შეთანხმება მიაღწია, რის საფუძველზეც ოჯთ-ს ფაბრიკამ მუშაობა განაახლა. როგორც "პრაიმტაიმს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით. 26 ოქტომბერს, კომპანია ოჯთ-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ოჯთ-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის რომ კომპანიას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა.

ავტორი: