გორში, 96-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა სამაგიდო სია დახია. მოქალაქის გაღიზიანების მიზეზი უცნობია.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილის თქმით ადგილზე მივიდა პოლიცია, ხოლო სია წებოვანი ლენტით აღადგინეს და ხმის მიცემის პროცესი აღდგა.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა. მისი თქმით ახალი სამაგიდოს სიის მოტანა შეუძლებელია, აღდგენილ სიაში კი მონაცემები კომისიის წევრებისთვის გასაგებია, შესაბამისად მისაღებია სიის ამ ფორმით აღდგენა და საარჩევნო პროცესი განახლდა.
ნია აფციაური