შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში ამ ეტაპზე არ განიხილავენ.
კულტივაციას რაც შეეხება, ამ ეტაპზე, აღნიშნული კანონპროექტი, როგორც იცით, არ განიხილება. თუ ამ საკითხზე პარლამენტი მსჯელობას დაიწყებს, ჩვენ ბუნებრივია, პროცესში ჩავერთვებით, თუმცა ამ ეტაპზე, ეს საკითხი არ განიხილება – განაცხადა მეზვრიშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც მარიხუანას კულტივაციას ეხება და მისი განხილვა საზოგადოების და სამღვდელოების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო გადაიდო, როგორც გაირკვა მისი განხილვა ამ ეტაპზეც არ მოხდება.