ეკა ბესელია: ზურაბიშვილთან გუშინ მქონდა კომუნიკაცია, მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება, ისევე როგორც ჩვენ

12:19 10-30-2018
291

სალომე ზურაბიშვილთან გუშინ მქონდა კომუნიკაცია. ვიცი, რომ ის მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება, ისევე როგორც ჩვენ ვემზადებით - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

მეორე ტურამდე არც ისე ბევრი დრო არის დარჩენილი. არჩევანი უნდა გააკეთოს ყველა მოქალაქემ, რომელსაც ამ ქვეყანაში თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა უღირს. ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ მობილიზება გავაკეთოთ ყველა ჩვენი ადამიანური რესურსის, აქტივის და მივიდეთ ყველა იმ ადამიანამდე, ვინც არ მოვიდა არჩევნებზე და ვუთხრათ, რამდენად გაიზარდა არჩევნების მნიშვნელობა.

სალომე ზურაბიშვილთან გუშინ მქონდა კომუნიკაცია. ვიცი, რომ ის მეორე ტურისთვის ძალიან აქტიურად ემზადება, ისევე როგორც ჩვენ ვემზადებით. ახლა პარტია არა მხოლოდ ფრანგმენტულ, არამედ კომპლექსურ ცვლილებებზე საუბრობს. ეს ძალიან კარგად დასანახი იქნება მოგვიანებით და ეს იქნება ყველა მიმართულებით, კერძოდ, მენეჯმენტის, მართვის, ადამიანური რესურსის. საჭირო იქნება ძალიან კომპლექსური ცვლილებები,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ძალიან მცირე სხვაობით დაამარცხა ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38,6%, გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,7% მიიღეს. შედეგად, არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.

ავტორი: