გიგა ბოკერია: მოხსნას ზურაბიშვილმა კანდიდატურა

16:34 10-30-2018
635

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაუმრავლესობის დეპუტატს გედევან ფოფხაძეს პასუხობს. 

„ჩვენ გვესმოდა მთელი კამპანიის განმავლობაში ცინიკური განცხადებები, რომ ევროპული სტილის  კამპანია შემოგვთავაზა ქართულმა ოცნებამ, მმართველმა გუნდმა და ქალმატონმა ზურაბიშვილმა. 

ახლა კი გაირკვა, რომ ეს ყველაფერი ცრუ პროპაგანდა იყო. საუბარი ევროპულ კამპანიაზე საბოლოოდ დასრულდა დღეს, როდესაც ახალქალაქში ხელკეტებით შევარდნენ ოპოზიციური პარტიის ოფისში. ეს იყო ასლან აბაშიძის სტილი. ტყუილად არ ვახსენებ ასლან აბაშიძეს - ეს მეთოდები საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოს, მაგრამ ვერ გადაარჩენს ბიძინა ივაშვილს და მის გუნდს. მხოლოდ საბედისწერო იქნება მათთვის, როგორც საბოლოოდ ასლან აბაშიძისთვის აღმოჩნდა. ჩვენი ამოცანაა რომ ეს სცენარი ავიცილოთ თავიდან. 

საჭიროა მოძალადეების უსწრაფესად დასჯა. ქართული ოცნება გვთავაზობს ასეთ თამაშის წესს - თუ მათი სასურველი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს , მივიღებთ სამოქალაქო ომს. ეს მუქარაა ქართველ ხალხზე. ისინი გვთავაზობენ საერთოდ არჩევნების გაუქმებას. თუ ასე უმტყუნათ ნერვებმა, არის მარტივი გამოსავალი. სალომე ზურაბიშვილმა უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.