განცდა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი მოხსნიდა კანდიდატურას, არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ მისგან ეს იქნებოდა ერთადერთი სწორი ნაბიჯი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით,სალომე ზურაბიშვილის განცხადებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს ინტერესებს, რასაც აქტიურად იყენებს რუსული მხარე.
“განცდა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი მოხსნიდა კანდიდატურას, არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ მისგან ეს იქნებოდა ერთადერთი სწორი ნაბიჯი. აბსოლუტურად უსინდისოდ და ურცხვად, ეს ქალბტონი ასრულებს საუბარს „ერთად საქართველოსთვის“ და ზუსტად ორი წუთით მანამდე, გვეუბნება, რომ არსებობს ორი საქართველო. სალომე ზურაბიშვილმა რუსეთს მაშინ ჩააბარა საქართველო, როდესაც 2007 წელს, წითელუბნის დაბომბვა საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა, მაშინ, როცა ომის დაწყება საკუთარ სახელმწიფოს დააბრალა, როდესაც მის მიერ დაწერილი პროპაგანდისტული წიგნის ციტატები გამოყენებულია ჰააგის სასამართლოში. განცხადება, რომ ორი საქართველოა, არის სახიფათო“, - განაცხადა გიგი უგულავამ.