"ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის თქმით, მეორე ტურში საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს. ოპოზიცის წარმომადგენლის თქმით, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შანსები კიდევ უფრო, მას შემდეგ გაიზარდა, რაც "ევროპული საქართველო" მხარს "ერთიან ოპოზიციას" უჭერს.
"მეორე ტურისთვის გაერთიანებული ოპოზიციას კანდიდატს, გრიგოლ ვასაძეს აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა,იმ ფონზე როდესაც დავით ბაქრაძემ და შესაბამისად "ევროპულმა საქართველომ" გამოუცხადა მას მხარდაჭერა. ეს არის მინიმუმ 10 პროცენტიანი უპირატესობა, ბუნებრივია არსებობს იმედი, რომ ამას სხვა ამომრჩეველიც დაემატება, მიუხედავად იმისა რომ სხვა ოპოზიციურმა კანდიდატებმა პირდაპირი არ დაუჭირეს მხარი. ეს არის ისეთი უპირატესობა, რომელიც ცხადყოფს რომ "ქართული ოცნება" და მისი კანდიდატი დამარცხდება, ამას უნდა შეეგუონ და მშვიდად შეხვდნენ", - განაცხადა სერგო რატიანმა.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე