"ბევრი ბრალდება გაისმის, თუმცა დასაბუთება უნდა..." - გრიგოლ ლილუაშვილი არჩევნებში სუს-ის შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით

12:39 10-31-2018
93

"ბევრი ბრალდება გაისმის, თუმცა ყველა მათგანს დასაბუთება უნდა” - ასე უპასუხა სუს-ის უფროსის მოადგილემ "კურიერის" შეკითხვას, არჩევნებში უსაფრთხოების სამსახურის ჩარევასთან დაკავშირებით.

გიორგი ლილუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს და ოპოზიციის მიმართ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ "ქართულ ოცნებასა" და სალომე ზურაბიშვილის შტაბს შორის კოორდინაცია ბიძინა ივანიშვილმა პოსტიდან სკანდალით წასულ სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ჩააბარა და მას ხმების მობილიზება დაავალა.

„ანგარიშსწორება მიდის და ამაშია სუს-ი? არა, რა სისულელეა, კონკრეტული ფაქტები თუ იქნება დავინტერესდებით. ბევრი ბრალდება გაისმის, თუმცა დასაბუთება უნდა ყველა ბრალდებას, ჩვენ, ან სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ,“-ამბობს ლილუაშვილი.