საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მეორე ტურში საზოგადოებამ მკაფიოდ და ნათლად უნდა შეაფასოს, ვის შორის აკეთებს არჩევანს.
თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ქვეყნას მშვიდი, სწრაფი და ევროპული განვითარება ჭირდება, რომელიც ყოფილი სახელისუფლებო პარტიის გამარჯვების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება.
"ჩვენ წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური, ამ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობას მოუწევს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება. ვფიქრობ რომ ეს არჩევანი იქნება სწორი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ არჩევნები, ისევე როგორც პირველ ტურში, ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში. მეორე, უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ და ნათლად შეაფასოს რას ნიშნავს ამ ორი კანდიდატიდან ერთის ან მეორეს მხარდაჭერა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, ჩვენ ოპონენტების მხრიდან. ერთის მხრის მათი წარსულიდან გამომდინარე, მეორეს მხრივ იმ აგრესიული რიტორიკიდან გამომდინარე, რასაც ვისმენდით ამ თვეების განმავლობაში. წარმომიდგენია დაახლოებით რასაც უნდა ველოდოთ, მე ვფიქრობ რომ ასეთი რამ ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება, ჩვენს ქვეყანას ჭირდება, მშვიდი, წყნარი, განვითარება და ჭირდება მაქსიმალურად სტაბილური გარემო და შესაბამისად ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე იქნება. არჩევნების პირველმა ტურმა საკმაოდ დაძაბულობა შემოიტანა საზოგადოებაში და აგრესიის საკმაოდ მაღალი ხარისხი, ეს დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ყველა ერთად ამ აგრესიის გარეშე უნდა გავაგრძელოთ პროცესი,"- განაცხადა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.
ირაკი ვაჩიბერაძე