„ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც უკვე „ევროპული საქართველო“ კარგად იკითხება, სურს ჩვენს ქვეყანაში მოაწყოს მოდელირებული კალანდობა"- დავით მათიკაშვილი

14:46 10-31-2018
71

„ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც უკვე „ევროპული საქართველო“ კარგად იკითხება, სურს ჩვენს ქვეყანაში მოაწყოს მოდელირებული კალანდობა," ამის შესახებ.საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დავიწყოთ იმით, რომ თქვენი დაყოფა-გამოყოფა იყო ფარსი და ტყუილი და ჩვენ ამაზე არაერთგზის გვისაუბრია. ეს ყველაფერი გამოჩნდა და საზოგადოება ამაში კარგად დარწმუნდა. ზუსტად ასეთ ფარსსა და ტყუილზეა თქვენი პოლიტიკა და იდეოლოგია დამყარებული.

„ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც უკვე „ევროპული საქართველო“ კარგად იკითხება, სურს ჩვენს ქვეყანაში მოაწყოს მოდელირებული კალანდობა. გახსოვთ ალბათ კალანდობა, სადაც მსახიობები მონაწილეობდნენ და პრეზიდენტის როლში გახლდათ საქართველოს პრეზიდენტი. საოცარი რამ იყო, როდესაც პრეზიდენტის როლს პრეზიდენტი ასრულებდა. მოდელირებული ქრონიკა, მოდელირებული კალანდობა, მოდელირებული რეალობა; დახოცილი ადამიანები: რობაქიძე, გირგვლიანი; დაკარგული 100-ზე მეტი სოფელი, დაკარგული ღირსება, როდესაც ადამიანებს სახეში აფურთხებდნენ. დიახ, ეს იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ცდილობს რეინკარნაციას, ცდილობს თვალი აუხვიოს ჩვენს საზოგადოებას, დააჯეროს და დაარწმუნოს იმაში, რაც არ არსებობს, დაავიწყოს ის, როსო დავიწყებაც შეუძლებელია და ამ ყველაფრის ფონზე ცდილობს კვლავ პოლიიტკური ქულების მოგებას. მე მინდა მივმართო მათ - რა ფორმითაც არ უნდა იცვალოს ფერი„ნაციონალურმა მოძრაობამ“, რა პიარული ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას, ისინი ვერ ჩარეცხავენ ქართველთა სისხლს, რომელიც გუბეებად იდგა თქვენი მმართველობის შემდგომ.

თქვენ ვერ შეძლებთ დამალოთ ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ათეულობით და ასეულობით ფაქტი, რომელზეც არამარტო საქართველოს სასამართლოებს აქვთ გამამტყუნებელი განაჩენები გამოტანილი, არამედ ძალიან კარგად ჩანს და იკითხება სტრასბურგის ადამიანური უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში. რად ღირს თუნდაც მხოლოს სანდრო გირგვლიანის საქმე. ამ ყველაფრის ფონზე კვლავ მოდელირებულ რეალობაში ცხოვრების სურვილი ქართველ ხალხს და ამომრჩეველს აღარ აქვს. მას აღარ სჭირდება გამოცვლილი საბურავები, აღარ სჭირდება მთავრობა, რომელმაც ლამის კატასტროფამდე და კოლაფსამდე მიაღწევინა ჩვენს საზოგადოებას. მე მინდა გითხრათ აბსოლუტურად დარწმუნებით, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან გაცილებით მეტი და „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურს დაასრულებს ისე, როგორც ეკადრება საქართველოს, ევროპას და არა ისე, როგორც ეკადრება რუსეთს და იმ პიარჯგუფს, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს დასდევს. ესენი არიან რუსეთიდან, კრემლიდან წამოსული ჯგუფები და ეწევიან მის პიარკამპანიას. აღარ გაგივათ მოდელირებული „ქრონიკა“ და მოდელირებული „კალანდობა“. საქართველომ დაასრულა ეს 2012 წელს და ეს ნაბიჯი არის თქვენი ბოლო მცდელობა, რომ მოატყუოთ საზოგადოება. ქართველი ხალხი აღარასდროს მოტყუვდება,“- განაცხადა მათიკაშვილმა.