თეა წულუკიანი: არ ვიცი საპატიმროში პატიმრებმა ვის მისცეს ხმა, ასევე, ჩვენივე თანამშრომლებმა ვის მისცეს ხმა, ეს მე არ უნდა ვიცოდე

18:29 10-31-2018
116

"საიდან დაასკვენით, ან „ოცნება“ დამარცხდა, ან „ოცნებამ“ გაიმარჯვა... არ ვიცი საპატიმროში პატიმრებმა ვის მისცეს ხმა, ეს მე არ უნდა ვიცოდე" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანის თქმით, არავინ უნდა იცოდეს ვინ რომელ უბანზე გაიმარჯვა ან დამარცხდა, რადგან ყუთები დალუქულია და ხმის მიცემა - ფარული:

„მინდა, ყველს ვკითხო, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, რადგან ხმის მიცემა არის ფარული. სპეცუბნები გაუქმებულია. თანამშრომლებმა ვინც იყო მორიგე, მისცეს ხმა გადასატანი ყუთით. პატიმრები მიმაგრებულნი იყვნენ საარჩევნო უბანზე. გლდანის საპატიმრო მიმაგრებული იყო გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ამიტომაც მე კითხვას გისვამთ, საიდან დაასკვენით, ან „ოცნება“ დამარცხდა, ან „ოცნებამ“ გაიმარჯვა, ან ვაშაძემ გაიმარჯვა, ეს იქნებოდა ან გამოგონილი, ან გაჟონილი ინფორმაცია, რაც არის კანონის დარღვევა. არ ვიცი საპატიმროში პატიმრებმა ვის მისცეს ხმა და ეს არ უნდა ვიცოდე, არ ვიცი საპატიმროში ჩვენივე თანამშრომლებმა ვის მისცეს ხმა და ეს მე არ უნდა ვიცოდე”, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანმა ასევე განმარტა, რატომ აიღეს პატიმრებმა ახალი პირადობის მოწმობები:

"წელსაც პირველი მარტიდან მოქმედებს უფასო აიდი ბარათების აქცია და გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ პატიმარი არის სრულფასოვანი მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა და მას აქვს უფლება ჰქონდეს ელექტრონული პირადობის მოწმობა.

ვისაც არ აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობა ყველა პატიმარზე გაიცემა, იქნება ის ვაშაძის თუ ზურაბიშვილის მხარდამჭერი" - დასძინა იუსტიციის მინისტრმა.

ავტორი: