"მორიგი დეზინფორმაცია (fake news) სრულიად გაურკვეველ წყაროებზე და უცნობ საიტზე, რომლის წარმომავლობაც ძალიან საეჭვია (ReportBlogs) და ვითომდა შეიცავს ბოლტონის განცხადებას, რომლის მსგავსი არავის გაუკეთებია, არათუ მას" - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ნიკა რურუას განცხადებას ეხმაურება.
"ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება აწყობდეს მხოლოდ ქვეყნის მტერს და მიზნად ისახავდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას. საეჭვოა არა მხოლოდ აღნიშნული საიტის წარმომავლობა, არამედ ამ ინფორმაციის გავრცელების დროც. ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო ძალიან წარმატებული და აღნიშნული ვიზიტის შედეგად საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით. ვიდრე მსგავს, მტრების შემოგდებულ ინფორმაციას გააზიარებთ, გთხოვთ კარგად გაიაზროთ მათი ამოცანა და მიზანი. იმიტომ რომ მიზანი სწორედ ბევრი ადამიანის წამოგებაა მსგავს ხრიკებზე" - განმარტავს ჩუგოშვილი.
ნიკა რურუას განცხადებით, უცხოური საიტის მიხედვით, "ჯონ ბოლტონმა ქოც-მთავრობა გააფრთხილა, რომ ამერიკის მიერ გადმოცემული ჯაველინები რუსებს არაფრის დიდებით არ უნდა მისცენ ქოცებმა.
"ანუ, თუ ეს სიმართლეა, ამის საფრთხე დაინახეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პრორუსი, მოღალატე ხელისუფლება. აი ისეთი, როგორი საპრეზიდენტო კანდიდატიც შემოგვთავაზეს.
პ.ს თუ ფეიკ ინფოა და ასეთივე საიტია, ესეც გვითხრან. მხოლოდ გაგვიხარდება",- წერდა რურუა.