საქართველოს თავდაცვის მინისტრი უარყოფს report-blogs.com-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რუსეთს „ჯაველინები“ არ გადასცეს.
"თქვენ ხართ მსხვერპლი მორიგი დეზინფორმაციის „თქვენც ხართ მსხვერპლი მორიგი დეზინფორმაციის და იმედია, რომ ამ მსხვერპლისგან გათავისუფლდებით მალე. ეს არის დეზინფორმაცია და სიტყვა დეზინფორმაცია თუ არ იცით რა არის, იქნებ მოიკითხოთ. მე თქვენ არაფერში დამიდანაშაულებიხართ, როგორც თანამოქალაქემ გითანაგრძნეთ, რომ დეზინფორმაციის მსხვერპლი ბრძანდებით" - განაცხდა იზორიამ და უწყებაში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს.
"არავითარი ცვლილებები არ იგეგმება. იგეგმება ძალიან ეფექტიანი მუშაობა, დასახული ამოცანების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად შესრულება. ასე რომ, ამას თქვენ ნახავთ ახლო მომავალში, ამიტომ, მსგავსი ჭორების გავრცელებას გთხოვთ თავი დაანებეთ“, - განაცხადა იზორიამ.