"ქართული მარში" შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად, არჩევნებში ჩაერთოს

13:59 11-01-2018
464

ე.წ. ქართული მარში მეორე ტურში საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ "ქართულ ოცებას" ორი მოთხოვნით მიმართავს.

როგორც "მთავარის "პრესკლუბში, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, ისინი ზურაბუშვილის კანდიდატურას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ: თუ პარლამენტიდან მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა და რიგგარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოხდება.

ორგანიზაციის განმარტებით, თუ "ქართული ოცნება" მათ შეთავაზებას მიიღებს, "ქართული მარში" მზადაა, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის პროცესში აქტიურად ჩაერთოს.